ზიდანი: “გვინდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ ექვსი თვე გვაქვს დასასვენებლად”
მადრიდის “რეალი” აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეეცდება წარმატების მიღწევას.
“თეთრების” დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ეს მარტივი ტურნირი არაა. წინა წელს საკმაო შრომის გაწევა მოგვიხდა იმისთვის, რომ ტიტული მოგვეპოვებინა. აქ ადვილი თამაშები არ არსებობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ “რეალი” ვართ, შეჯიბრების მოგება არ შეგვიძლია. დრო გვაქვს, რომ ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენი თავის გვჯერა – არანაირი შეყოვნებები, ბარიერები. კალენდარი ასეთია და ვისაც რა ტურნირზე ვუპირისპირდებით, ყველგან ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.”
“ნორმალურია, რომ სეზონის მიმდინარეობის მანძილზე რამდენჯერმე ადიხარ მაღლა და იძირები. თუმცა, რაც ბოლოს გავაკეთეთ, ეს ნამდვილად პოზიტიური რამ იყო. წელს ორი ტიტული მოვიგეთ და მესამის მოპოვებას ვეცდებით. ამის შემდეგ ექვსი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ,” – აცხადებს ზიდანი.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” პირველ შეხვედრას 13 ნოემბერს, ოთხშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “ალ ჯაზირას” წინააღმდეგ ჩაატარებს.