ზიდანი: “იმედია, ბეილი მსოფლიოს ჩემპიონატზე წამოგვყვება”
ხვალ ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურში მადრიდის “რეალი” ანდალუსიის “სევილიას” მიიღებს.
პრინციპული დაპირისპირების წინ, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“ვნახოთ, ბეილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩვენთან ერთად თუ იასპარეზებს (მატჩი 13 დეკემბერს შემდგება, მეტოქე, ჯერჯერობით, უცნობია, ავტ.). მან ბოლო დაზიანების შემდეგ მხოლოდ ერთი შევხერდა ითამაშა და ხვალინდელ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას ვერ მიიღებს. ახლა მთავარია, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე წამოგვყვეს.”
“რონალდუ? ყოველთვისაა დებატები იმაზე, არის თუ არა პორტუგალიელი ჩვენთან ბედნიერი. ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს. შესაბამისად, ამაზე კამათი არ შეიძლება.”
“სევილიელები ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებენ გამოსვლას. მათ მშვენიერი სეზონი აქვთ. რთული თამაში იქნება. ეს გუნდი ტაქტიკურად ძალიან კარგად თამაშობს. გახსოვთ, შარშან ამ მეტოქეს ფინალი მოვუგეთ. ვნახოთ, რა იქნება ახლა. ყველა ადამიანია და არ არის ადვილი, ყოველთვის გამარჯვებას მიაღწიო – ეს ცხოვრებისეული საკითხია და არა მენტალური,” – აცხადებს “ზიზუ”.