ზიდანი: “კროოსს უბრალოდ არ უნდა, რომ დაისვენოს”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ტონი კროოსის შრომისმოყვარეობა შეაქო და აღნიშნა, რომ ბოლო მატჩში (“ლეონესა” 1-7 “რეალი”) მისი მოედანზე ყოფნა სწორედ გერმანელის სურვილიდან გამომდინარეობდა.
“იძულებული ვიყავი კროოსი შემადგენლობაში შემეყვანა, რადგანაც რამდენიმე ფეხბურთელი ისედაც გვაკლდა მოედნის იმ მონაკვეთში.
ჩვენი გეგმა კი მის დასვენებას გულისხმობდა, მაგრამ მას ბოლომდე უნდოდა თამაში. ვთხოვე დაესვენა, მაგრამ მითხრა კარგად ვარო და თამაში გაეგრძელა. მისთვის ეს ჩვეულებრივი თამაში იყო.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კროოსმა ახალი სეზონის 13 მატჩში მოირგო “რეალის” მაისური. მადრიდელთა რიგებს გერმანელი ნახევარმცველი მხოლოდ უეფას სუპერ თასის მატჩში დააკლდა.