ზიდანი “ლივერპულთან” მატჩზე: “ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ლივერპულთან” მოახლოებული მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ესპანური და ინგლისური გრანდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.
“ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასია. წინ 180 წუთი გველის, თუმცა პირველ რიგში ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიდარდოთ დანარჩენზე.
იურგენ კლოპი ბრწყინვალე სპეციალისტია უდიდესი გამოცდილებით. “ლივერპული” ბრწყინვალე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ.
მართალია, რომ მათ ბანაკში არიან ტრავმირებული ფეხბურთელები, თუმცა დანაკლისი ჩვენც გვაქვს. მათი შემტევი ტრიოს შეჩერება ძალიან რთული იქნება,” – აცხადებს ზიდანი.
შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “ლივერპულს” შორის გასამართი შეხვედრა 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის დანიშნული.