ზიდანი: “ლუკა და დანი მზად არიან”
ხვალ 18 ნოემბერს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” უმასპინძლებს. როგორც ყოველთვის, დერბი დიდ ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში.
აღნიშნულ დაპირისპირებას ზიდანის გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება. “ბლანკოსს” ისევ ვერ ეხმარება ბეილი და კოვაჩიჩი, თუმცა “თეთრებს” უკვე დაუბრუნდა დანი კარვახალი და ლუკა მოდრიჩი. აღნიშნულთან დაკავშირებით “რეალის” დამრიგებელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “კარვახალი უკვე დიდი ხანია, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ის შეხვედრისთვის მზადაა. დანი სანაკრებო პაუზის დროს მადრიდში დარჩა და ჩვენთან ერთად ემზადებოდა. რაც შეეხება ლუკას, ხორვატი ვირუსის გამო, ხუთშაბათს თავს სუსტად გრძნობდა, მაგრამ ის უკვე კარგადაა”, – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
ჯერჯერობით, უცნობია, დაეხმარება თუ არა “რეალს” კეილორ ნავასი. გუშინ ის პირველად გამოჩნდა გუნდთან ერთად ვარჯიშზე, მაგრამ მას სრული დატვირთვა არ მიუღია.