ზიდანი: “მაიორალმა ფენომენალურად ითამაშა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “რეალ სოსიედადთან” მოგებული მატჩის (1-3) შემდეგ პრესასთან ბორხა მაიორალსა და გარეთ ბეილზე ისაუბრა.
“მაიორალი? ის ჩვენი გუნდის ნაწილია. მართალია, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამ დონეზე თამაში უკვე შეუძლია, მე ამის მჯერა. მას მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეუძლია გუნდისთვის, რაც დღესაც დაამტკიცა.
მისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის უფრო აღსანიშნავი იყო, თუ რაოდენ კარგად ითამაშა მან. მოხარული ვარ მისი პერფრომანსით, ის ფენომენალური იყო. მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები გვყავდეს, რომლებიც თავიანთ შანსებს მაქსიმალურად გამოიყენებენ.
რაც შეეხება ბეილს, მასზე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით. უელსელმა ყველას დაუმტკიცა, რამდენად ძლიერია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მის გაბრწყინებას დაველოდოთ,” – ვციტირებთ ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.