ზიდანი: “მაქვს თუ არა ფეხბურთელების მხარდაჭერა?”
მადრიდის “რეალი” ესპანეთის სამეფო თასის პირველივე მატჩში ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ალკოიანოსთან” გამოვარდა. მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“მაქვს თუ არა ფეხბურთელების მხარდაჭერა? ვფიქრობ, ამის შესახებ თავად მათ უნდა ჰკითხოთ. ბოლო მატჩებს თუ არ ჩავთვლით, ამ სეზონში კარგი რაღაცების გაკეთებაც შევძელით.
ახალ მხოლოდ იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. როდესაც მარცხდები, ყოველთვის საუბრობ. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ამ ყველაფერზე. ძალიან მშვიდად ვარ. ფეხბურთელებს ამ მატჩის მოგება სურდათ, შესაძლებლობები უნდა გამოიყენო.
როგორც ყოველთვის, ამ ყველაფრის შეფასებას ვგეგმავ. გოლის გატანა რომ მოგვეხერხებინა, სხვაგვარ სიტუაციაში ვიქნებოდით. ფეხბურთი ასეთია. მაგრამ ჩვენ გამოვვარდით და პასუხისმგებელი მე ვარ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.