ზიდანი: “ნეიმარის არყოფნა არაფერს ნიშნავს – მათ დი მარია ჰყავთ!”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” საფრანგეთს ესტუმრება და “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. კონცენტრაცია არ გვაკლია და ყველანაირად ფოკუზირებულნი ვართ იმაზე, რომ მეტოქე შევაწუხოთ და სასურველ შედეგს ასე მივღწიოთ. გასული მატჩის რეზულტატზე ბევრს არ ვფიქრობთ, რადგან ეს ახალი გამოწვევაა და წინ შეიძლება მოულოდნელობა შეგვხვდეს. შესაძლოა, მოგვიწიოს 90 წუთი ან უფრო მეტი თამაში. წინ ცეცხლოვანი ატმოსფერო გველის. თუმცა, ეს ყოველთვის ასეა, როცა “რეალის” მსგავს გუნდს ხვდები.”
“ნეიმარის არყოფნა არაფერს ცვლის. მათ ჰყავთ სხვა ფეხბურთელი, რომელიც დამატებითი მოტივაციით გამოვა მოედანზე. მაგალითად, ასეთია დი მარია, რომელსაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. მას აქვს კარგი დრიბლინგი და დარტყმა მარცხენათი. ამიტომ, ნეიმარის ტრავმამ არ უნდა მოგვადუნოს,” – ამბობს “ზიზუ”.