ზიდანი: “პირველი გუნდის მწვრთნელობისათვის მზად არ ვარ”
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ ის პირველი გუნდის ჩასაბარებლად ჯერ მზად არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მადრიდის “რეალი” “ელ კლასიკოში” საკუთრ მოედანზე “ბარსელონასთან” განადგურდა, რის შემდეგაც რაფაელ ბენიტესის გაშვებაზე დაიწყეს საუბარი. ესპანელი სპეციალისტის შემცვლელად ზიდანს მოიაზრებენ.
“მე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ვარ, ბენიტესი კი პირველი გუნდის. ამ მომენტისათვის, ყველაფერი კარგადაა.
როგორც უკვე გითხარით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ვარ და თუ კლუბში დავრჩები, ისევ ამ პოსტზე ვიმუშავებ. გასული სეზონის დასრულებისას, ვგრძნობდი, რომ პირველი გუნდის მწვრთნელობისათვის მზად არ ვიყავი”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.Com-ი.