ზიდანი: “რეალში” დასარჩენად ბრძოლას ვაპირებ”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავის კარიერასა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“ხშირად მეკითხებით ჩემს მომავალზე. თუმცა, ფაქტია, რომ, ჯერჯერობით, ამ გუნდში ვარ და მუშაობის გაგრძელება მსურს. მინდა, ვიბრძოლო წარმატებისთვის! მინდა, ვიბრძოლო გუნდში დარჩენისთვის! თუმცა, ამ ყველაფერს დღითი დღე გავაკეთებ და არა ერთბაშად. სწორედ ესაა ის, რაც ძლიერს მხდის. მინდა, აქ სამუდამოდ დავრჩე. სწორედ ამიტომ არ დავნებდები.”
“ახლა გუნდში რამდენიმე ტრავმირებულია. მოდრიჩს ფეხზე ტრავმა აქვს. ახლა არ ვარჯიშობს და მხოლოდ სწრაფ აღდგენაზე ფიქრობს. რაც შეეხება, რონალდუს, ის შესანიშნავ ფორმაშია. არ ვიცი, მიყოლებით, რამდენი წელია კრიშტიანუ სეზონში 60 თუ 70 თამაშს ატარებს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ვუცქერთ,” – ამბობს ზიდანი.