ზიდანი: “ცუდია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული წითელი ბარათი ლა ლიგაზეც მოქმედებს”
დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის “რეალი” “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა ყურადღება გაამახვილა იმ წესზე, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათი ლა ლიგაშიც გადაგყვება. შეგახსნებთ, რომ “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო თამაში კატალონიის “ბარსელონასთან” აქვს.
“ეს ისაა, რაზეც ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ. მართალია, ლა ლიგა სხვა ტურნირია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლის დროს, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებაც აუცილებელია. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და “ბარსელონასთან” ყველა ჯანმრთელი მოთამაშე ჩემს განკარგულებაში იქნება.”
“ახლა მხოლოდ ამ თასის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ საუკეთესოს გავიღებთ, რომ ტიტული დავისაკუთროთ. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ჯერ, ფინალში უნდა გავიდეთ. ახლა ესპანეთთან უფრო ნაკლები დროის განსხვავებაა, ვიდრე ეს შარშან იყო. ამიტომ, შედარებით კარგ სიტუაციაში ვართ. ვივარჯიშეთ ორი დღის მანძლზე, მეტოქეც შევისწავლეთ, როგორც ყოველთვის, თუმცა, მთავარია, ხვალ რას გავაკეთებთ,” – აცხადებს ზიდანი.