ზიდანის კომენტარი “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ჩელსისთან” განცდილი მარცხის შმდეგ კომენტარი გააკეთა.
“შემიძლია, ვთქვა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, “ჩელსიმ” გამარჯვება და ფინალში გასვლა დაიმსახურა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. საგოლე მომენტების შექმნა გვიჭირდა, მეტოქემ კი ბევრი მომენტი შექმნა. ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და ესპანეთის ჩემპიონატზე ვიფიქროთ. ცხადია, ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ გახარებულები ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ნორმალურია”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” “რეალი” ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ სიტის” შეხვდება.