ზიდანის პირველი კომენტარი “ბრიუგესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ
1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მადრიდის “რეალმა” საშინაო კედლებში “ბრიუგეს” დამარცხება ვერ შეძლო. ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“დიახ, ცუდი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელებმა შექმნილ სიტუაციაზე კარგი რეაგირება მოახდინეს. რა თქმა უნდა, პირველი ტაიმით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ მომეწონა ჩემი ფეხბურთელების მიდგომა მეორე ტაიმში. მოგება შეგვეძლო, თუმცა მოხარული ვარ, რომ ერთი ქულა მოვიპოვეთ.
რაც შეეხება მეტოქე გუნდის გოლებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ “ბრიუგეს” ძლიერ მხარეებს. პირველმა გოლმა კი მათ ფრთები შეასხა. კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ყოველთვის უმჯობესია, თუ პოზიტივზე გაამახვილებ ყურადღებას.
ვნახოთ რა მოხდება მომავალში. შაბათს ლა ლიგის მატჩი გველის და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ფიქრს ჩემპიონთა ლიგაზე. არ უარვყოფ, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ,” – აცხადებს ზიდანი.