ზიდანმა ბოლო ორ მატჩში “რეალის” თითქმის ყველა ფეხბურთელი ათამაშა
მადრიდის “რეალმა” ბოლო ორ შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. “ბლანკოსმა” აღნიშული მატჩები დამაჯერებლად მოიგო. პირველ მათგანში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლი” (3:1), ხოლო შემდეგ კი “ლა ლიგაში” “ესპანიოლი” (2:0) დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ზინედინ ზიდანს წარმატების მისაღწევად, მხოლოდ და მხოლოდ, ძირითადი შემადგენლობა არ გამოუყენებია. ფრანგმა სპეციალისტმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა შანსი. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, “ბლანკოსის” 24 მოთამაშიდან, ამ ორ შერკინებაში 19-მა მიიღო მონაწილეობა.
ის ხუთი სპორტსმენი, რომლებსაც შანსი არ მიეცათ: რუბენ იანეზი (მესამე მეკარე), მარიანო, კოენტრაო, დანილო და ასენსიო.
“ზიზუმ” “ნაპოლისთან” ჩატარებული შეხვერდის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობის მხრივ, “ესპანიოლის” წინააღმდეგ შვიდი ცვლილება გააკეთა, მოედანზე მოტივირებული ფეხბურთელები გამოიყვანა და შედეგიც მიიღო.