ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესასთან ისაუბრა
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელმაც 17 აგვისტოს თავისი მეშვიდე ტიტული მოიგო “ბლანკოსის” თავკაცის რანგში, პრესასთან ისაუბრა.
“ახალ სეზონს კარგ ფორმაში უნდა შევხვედროდით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირისთვის უნდა გვებრძოლა პირველ მატჩებში. სეზონის სტარტზე ყველაფერი ბრწყინვალედ გავაკეთეთ, ვიცით, რომ ასე გაგრძელება რთული იქნება, მაგრამ დღეს ბედნიერები ვართ.
მატჩის პირველ ნახევარში დიდებულად ვითამაშეთ, ტემპი შესანიშნავი იყო, მეტოქეზე დიდ ზეწოლას ვახდენდით და ბურთსაც კარგად ვფლობდით. მეორე ტაიმში კი ცოტა ავირიეთ, რადგანაც “ბარსელონამ” ჩვენს კარს შეუტია.
რაც შეეხება გუნდს, ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან მიჭირს მათგან თერთმეტი ფეხბურთელის ამორჩევა, რომლებმაც სასტარტოდან უნდა დაიწყონ თამაში, ” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.