ზიდანმა მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში 23 ფეხბურთელი დააყენა
მადრიდის “რეალის” მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო სტილის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი მუდმივი როტაციაა. იგი ამ ამ პრინციპს არც ამ სეზონში ღალატობს.
საგულისხმოა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ლა ლიგის უკანასკნელ, მე-11 ტურში ძირითად შემადგენლობაში ხესუს ვალიეხო დააყენა. ახალგაზრდა მცველი აღმოჩნდა 23-დან 23-ე მოთამაშე იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ამ სეზონში ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში პირველივე წუთიდან იმყოფებოდნენ სასტარტოში.
“ბლანკოსმა” გასულ ზაფხულში ალვარო მორატა და ხამეს როდრიგესი გაუშვა, თუმცა ახალაგზრდებით მიიღო შევსება: ტეო ერნანდესი, დანი სებალოსი, მარკოს ლორენტე, ბორხა მაიორალი, აჩრაფ ჰაკიმი. სწორედ მათ შეძლეს და რამდენიმე თამაშში დაიწყეს პირველივე წუთიდან თამაში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლა ლიგა სანტანდერის თერთმეტი შეხვედრიდან ყველაზე ხშრად ძირითად შემადგენლობაში სერხიო რამოსი (10) იყო. ამ მხრივ მეორე პოზიციას კაზემირო (9) იკავებს.