ზიდანს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნლეობა 2012-ში უნდოდა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ წიგნ “Champions du monde 98, secrets et pouvoir”-ში ზიდანთან შეხვედრის შესახებ დაწერა.
ლე გრეს თქმით, ზიდანს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა სურდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფრანგების ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ლორან ბლანი წავიდა და მის ნაცვლად დიდიე დეშამი დაინიშნა.
“ზიდანს მისივე თხოვნით შევხვდი. მას ნაკრების მწვრთნელობა სურდა. მაგრამ, ჩემი აზრით ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. ზიდანს სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა” – ყვება ლე გრე.