ზინჩენკო: “ახლა ყველა უკრაინელს ერთი რამ სურს”
უკრაინის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ შოტლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარის გაკეთებისას ცრემლები ვერ შეიკავა.
“ახლა ყველა უკრაინელს ერთი რამ სურს – ეს ომი შეწყდეს. მე ვესაუბრე ბავშვებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება, მაგრამ მათ ერთი ოცნება აქვთ – ომის დასრულება. ჩვენ კიდევ ერთი ოცნება გვაქვს: მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.
დღეს უამრავ უკრაინელს შიმშილი უწევს და ისინი ცდილობენ, რომ რუსულ აგრესიას გადაურჩნენ. ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. სიმართლე გითხრათ, ომის დაწყებისას ფეხბურთზე ბევრს ვერ ვფიქრობდი, რადგან როცა შენს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, სხვანაირად ცხოვრება რთულია. თუმცა, ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ და ახლა საშუალება გვაქვს, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ”, – განაცხადა ზინჩეკომ.
როგორც იცით, უკრაინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში დღეს შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
⚡️Football player Oleksandr Zinchenko burst into tears at a pre-match press conference when he spoke about the war: “Every Ukrainian has a main dream – to stop the war. pic.twitter.com/7aNEwRyK4p
— Flash (@Flash43191300) May 31, 2022