ზინჩენკო: “ყველას ვურჩევ, რომ გაიხაროს, რადგან ასეთი რამ შეიძლება მეორედ აღარ მოხდეს”
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 29 ივნისს უკრაინის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებითი ტაიმების პირველ დამატებით წუთზე კი დოვბიკმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და უკრაინა მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფანს, ვინც გვგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ტრიბუნაზე იყო და მათაც, ვინც აქ ყოფნა ვერ მოახერხა. ეს გამარჯვება მთელ ქვეყანას ეკუთვნის. ეს ისტორიული მიღწევაა. ყველას ვურჩევ, რომ გაიხაროს, რადგან ერთხელ ვცხოვრობთ და შესაძლოა, ასეთი მომენტი აღარ გამეორდეს.
პირადად ჩემთვის, ამ მატჩში თამაში რთული იყო, რადგან პირველ სამ შეხვედრაში მთელმა გუნდმა ბევრი კრიტიკა მივიღეთ. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ”, – განაცხადა ზინჩენკომ.
უკრაინის ნაკრები 1/4-ფინალში ინგლისს დაუპირისპრიდება.