ზინედინ ზიდანი: “არაფრის შეცვლა საჭირო არაა”
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
წაგებული გუნდის მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.
“შეცდომები დვაუშვით, თავს ცუდად ვიცავდით. ამას დაკვირვება და გაანალიზება სჭირდება. თუმცა, პანიკაში ჩავარდნას არ ვაპირებთ. წავაგეთ და ეს ჩვენთვის რთულია, თუმცა არაფრის შეცვლა საჭირო არაა. პირველ ნახევარში კარგად ვიტამაშეთ და მომენტებიც შევქმენით. სწორედ ამიტომ, წაგება კიდვე უფრო დასანანია.”
“დანებებას არ ვაპირებთ. ახლა უნდა ავდგეთ და გავერთოთ დღესასწაულებით. ოჯახთან ერთად ეს დრო უნდა შევირგოთ. შემდეგ უნდა დავბრუნდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ეს დასასრული არაა!” – ამბობს ზიდანი.