ზინედინ ზიდანი: “ხამესი საკვანძო ფეხბურთელია”
გუშინ პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. საკუთარი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც სტუმრად “ოსასუნას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა. “ბლამკოსის” ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი 57-ე წუთზე (დანილოს მაგივრად) ჩაერთო თამაშში.
მადრიდელთა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა დაპირისპირების შემდეგ, კოლუმბიელზე ისაუბრა. “ზიზუმ” ხამესზე განაცხადა, რომ იგი გუნდის საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
“ხამესი რთულ მომენტში შევიდა მოედანზე. შეხვედრაში ანგარიში ფრე იყო და იგი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. როდრიგესი მშვიდად და აუღელვებლად, ახალი ენერგიით ეხმარებოდა თანაგუნდელებს. მას გუნდში გადამწვყვეტი როლი აქვს.”
“ზოგადად შეხვედრას რაც შეეხება… თავიდან 3 ცენტრალური მცველით დავიწყეთ თამაში, ხოლო ფლანგებზე მარსელო და დანილო განვამწესე. თუმცა, ამ უკანასკნელის ტრავმს შემდეგ, საჭირო იყო, გვეზრუნა, როგორც ბალანსის შენარჩუნებაზე, ასევე თამაშის მოგებაზე და აგრესიის გაზრდაზე.”
“ამ მატჩამდე, 15 დღე არ გვქონდა შეხვედრა გამართული. ახლა კი, ყოველ 3 დღეში მოგვიწევს თამაშის ჩატარება. გვმართებს, მაქსიმალურად მოვბილიზდეთ და ოთხშაბათის დაპირისპირებაზე გავაკეთოთ კონცენტრაცია,” – აცხადებს ზინედინ ზიდანი.