ზინედინ ზიდანი – მომავალი გვარდიოლა?
დიდი ფეხბურთელებისგან მწვრთნელები ხშირად ვერ დგებიან, თუმცა ზინედინ ზიდანი ამ სტერეოტიპს ჯერჯერობით არღვევს. მადრიდის „რეალის“ დუბლების თავკაცი ერთ მშვენიერ დღეს ძირითად გუნდთან მუშაობაზე და საფრანგეთის ნაკრების თავკაცობაზე ოცნებობს. მიზნის მისაღწევად მას ბევრი საჭირო თვისება აქვს, რომელთა შორისაც რამდენიმე გამოირჩევა.
ფეხბურთის კარგი ცოდნა
ფეხბურთის ისტორიას არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი ახსოვს, თუმცა გუნდის თამაშის შემქმნელი მათ შორის ყველა არ იყო. საფრანგეთის ნაკრებში რაიმონ დომენეკის მუშაობის პერიოდში ყველაზე დიდ მწვრთნელად მაინც ზიზუ ითვლებოდა. ზიდანი არამხოლოდ ფეხებითა და თავით, არამედ თავისი ინტელექტის დახმარებით თამაშობდა. ზინედინს ფეხბურთი უყვარს, ის თამაშს გრძნობს და თანამედროვე თამაშში თავისი იდეების შეტანა ადვილად შეუძლია.
ავტორიტეტი
მიუხედავად იმისა, რომ მან, როგორც მწვრთნელმა, სახელი ჯერ არ გაითქვა, ის მაინც ავტორიტეტად დარჩა. ბევრი მოქმედი ფეხბურთელი დღემდე მისი დიდი თაყვანისმცემელია. ზიზუს კოლოსალური მიღწევები დღემდე არავის დაუვიწყებია. პირველივე ეტაპზე წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი უნდა იყოს, რადგან ასეთ ფუფუნებაზე ნებისმიერი დამწყები მწვრთნელი იოცნებებდა. მას სწორედ ის სასტარტო კაპიტალი აქვს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი გარანტირებულია!
ზინედინს იმდენად დიდი ავტორიტეტი აქვს, რომ მან ისკო „რეალში“ გადასვლაში დაარწმუნა, როდესაც თავად ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიმდე“ ერთი ნაბიჯი აკლდა. თანაც, პელეგრინიმ ახალგაზრდა ესპანელს გუნდის სქემა დაწვრილებით აჩვენა და იმასაც დაპირდებოდა, რომ ასეთ გუნდს აუცილებლად მოერგებოდა.
რაფაელ ვარანის სახით ზიზუმ მადრიდელებს თანამედროვე ფეხბურთს ერთ-ერთი იმედისმომცემი მცველი აჩუქა. ბოლო-ბოლო ზიდანმა ქარიმ ბენზემას პროგრესში თავისი დიდი წვლილი შეიტანა.
ნიჭიერი აღმზრდელი
გარდა იმისა, რომ ზიზუ „კასტილიას“ ავარჯიშებს, პარალელურად ის თავის ოთხ ვაჟსაც ამზადებს, რომელიც „რეალის“ სისტემაში ვარჯიშობს. ენცო, ელიასი, ლუკა და ტეო მამის გზას დიდი სიამოვნებით გაყვებოდნენ. სწორედ შვილებთან მუშაობამ, ამ მხვრივ, ზინედინის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. დამწყები მწვრთნელისთვის ბავშვების აღზრდა და მათი თამაშის შეფასება ჩინებული პრაქტიკაა. „კასტილიაშიც“ ის ახალგაზრდებთან თამაშის პირადი მეთოდის ძებნაშია/
ცოდნის მიღება გამოცდილი სპეციალისტებისგან
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემგომ რამდენიმე წლის განმავლობაში დასვენებით ზიდანმა „რეალის“ ადმინისტრაციულ ცენტრში დაიწყო მუშაობა. გასულ სეზონში ის საერთოდ კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში მოთამაშეებს შორის ზიდანი სპეციალსიტებთან თანამშრომლობით გამოირჩეოდა. ყოველი მწვრთნელისგან ზიდანი შეუფასებელ ცოდნას იღებდა. ამჟამად ზინედინი დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ სხვებისგან მიღებულ ცოდნას კარგად იყენებს. ცოტა ხნის წინ ის მუნხენშიც ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლას მუშაობას პირადად აკვირდებოდა.
ადამიანი, რომელსაც არ ეჩქარება
გვარდიოლა ის ადამიანია, რომელიც ზიდანისთვის დიდ მაგალითს წარმოადგენს. თავად ზინედინი ამბობს, რომ ხოსეპის „ბარსელონაში“ მოსვლა ევროპული ფეხბურთისთვის „ახალი ხილი“ იყო. არ გაგიკვირდეთ, თუ შემდეგი ადამიანი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს შეცვლის სწორედ ჭკვიანი, თავდაჯერებული და მომთხოვნი ზიზუ იქნება. ამ ადამიანმა ანალიზისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია მოიპოვა. მაგრამ ახლა ფრანგი არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, სხვა შემთხვევაში, რამდენიმე ფრანგული კლუბი ლეგენდარული ფეხბურთელისგან უარს არ მიიღებდა. სხვა გუნდის მთავარ მწვრთნელობას მან მადრიდში მუშაობის გაგრძელება ამჯობინა, რაც მის ამბიციებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. დრო გვიჩვენებს, ასეთ შრომას როგორი შედეგი ექნება. დავიტოვოთ იმის იმედი, რომ ზინედინის სახელის გაგონებისას მომავალში არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ დიდი მწვრთნელიც გაგვახსენდება.