ზინედინ ზიდანის კომენტარი “ბაიერნის” დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხების (2:1) შემდეგ, მადრიდის “რეალის” თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან გახარებული ვარ შედეგით, თუმცა, პირველ ნახევარში პრობლემები გვქონდა. განსაკუთრებით ეს საწყის წუთებს შეეხება, როცა მატჩს ვერ ვაკონტროლებდით. ჯერ არაფერი დასრულებულა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ “ბაიერნმა” “ბერნაბეუზე” გამარჯვება მოიპოვოს. თუმცა, მიუნხენში მოგებით ძალიან ბედნიერნი ვართ.”
“მეტოქის გოლი ჩემი რამდენიმე ფეხბურთელის შეცდომამ განაპირობა. ეს მხოლოდ ნავასის ბრალი არ იყო. ის მეორე ნახევარში მშვენივრად გამოიყურებოდა. ბურთს ისე ვერ ვფლობდით, როგორც გვჩვევია. “ბაიერნიდან” რიბერის გამოვარჩევდი – ის შესანიშნავი იყო. ძალიან მოტივირებულნი ვართ, როცა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს გასვლაზე ვატარებთ. დღესაც ასე იყო: მეტოქეს შანსები ჰქონდა, თუმცა საერთო ჯამში ჩვენ ვაჯობეთ,” – ამბობს “ზიზუ”.