ზინედინ ზიდანის მეასე მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში
მადრიდის “რეალის” დამრიგებლისათვის “ხეტაფესთან” გასამართი შეხვედრა საიუბილეო იქნება.
მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა ბენიტესი შეცვალა და “რეალი” ჩაიბარა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 649 დღის შემდეგ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულოვანი მწვრთნელი გახდებოდა.
მისი თავკაცობის პერიოდში მადრიდელებმა შემდეგი ტიტულები მოიპოვეს: 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერ თასი, 1 ლა ლიგა, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზიდანის მთავარი მწვრთნელობის განმავლობაში რეალს ზედიზედ 73 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი.
დღეს მადრიდის “რეალი” მართლაც საუცხოო ფეხბურთს გვთავაზობს, ფლორენტინო პერესის რისკმა, რომელიც მან ზინედინ ზიდანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის დროს გასწია აშკარად გაამართლა.