ზინედინ ზიდანის პირველი კომენტარი თასიდან გამოვარდნის შემდეგ
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კოპა დელ რეის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნის (3:4 “სოსიედადთან”) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ეს ფეხბუთია. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოველით. ძალიან რთული მატჩი გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენი რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე დადებითად შეიძლება შეფასდეთ. 1:4-ზეც კი გვჯეროდა საკუთარი თავის.
ისღა დაგვრჩენია, რომ მეტოქეს გამარჯვება მივულოცოთ. მარცხს უნდა შევეგუოთ. “რეალმა” შეცდომები დაუშვა და შესაფერისი შედეგიც მიიღო. “სოსიედადმა” კი ბრწყინვალე თამაში აჩვენა.
“რეალის” მწვრთნელის რანგში ყველაზე ცუდი დღე ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა ოთხი გოლის გაშვება ნამდვილად მტკივნეულია, თანაც სახლში.
ჩვენ ჩვენ გზას უნდა გავუყვეთ და “ოსასუნასთან” ლა ლიგაში გასამართ თამაშზე ვიფიქროთ,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.