ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია ფინალის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. გუნდები უკვე უკრაინის დედაქალაქ კეივში იმყოფებიან.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ჩემი გადასაწყვეტია, ვინ დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, სულაც არ ვფიქრობთ, რომ ისინი, ვინც სკამზე დარჩებიან, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. როგორც ისკომ თქვა, სულაც არაა სასიამოვნო, მაგრამ, მიწევს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი ყველა ფეხბურთელი კარგია, თუმცა გვაქვს გუნდური ფილოსოფია. შესაძლოა, ვიღაც იმედგაცრუებული დარჩეს, თუმცა ყველამ იცის, რომ გუნდის ნაწილია. ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც მოედანზე თავიდანვე ვერ გავლენ. მაგრამ, კონკრეტულ მომენტში ეს ფეხბურთელები მაინც შეიტანენ წვლილს კლუბის წარმატებაში.”
ფრანგს ჰკითხეს, რა არის ზედიზედ მესამედ ფინალში მოხვედრის საიდუმლო.
“ძალიან ბევრი შრომა და დიდი ტალანტი. ფინალში ერთხელაც რომ გახვიდე, არც ესაა მარტივი. მე ვარ სხვისი მეტოქე და მომწონს ჩემი პოზიცია. ევრი მუშაობა გვიმაგრებს ზურგს. თუ იმას გააკეთებთ, რასაც ჩვენ, ანუ იშრომებთ ბევრს, შეგიძლიათ, იმავეს მიაღწიოთ. ფავორიეტბი არ ვართ – 50-50-ზეა. თუმცა, აუცილებლად კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა მოვიგოთ. საერთოდ არაფერში არ ვართ ფავორიტები. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, მით უმეტეს, ფეხბურთში. აქ არის ორი გუნდი. შენ კი გიწევს, გაიგო, როგორ აპირებს შენს დაზიანებას ოპონენტი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრა საფრთხე და აკონტროლო თამაში. როცა ბურთი გაქვს, უნდა ავნო მეტოქეს. გასულ შეხვედრებში რთული მომენტები გვქონდა. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ვეცდებით, შევაჩეროთ და შევუქმნათ საფრთხე მეტოქეს,” – ამბობს ზიდანი.