ზინედინ ზიდანმა “ატლეტიკოსთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“კარგად ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი. უნდა შევიგნოთ, რომ განმეორებითი თამაში არ არსებობს და ამ შეხვედრაში პირველიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე ვიბრძოლოთ.”
“გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იდგებიან და მხარს დაგვიჭერენ ისე, როგორც ამას გასულ უქმეებზე აკეთებდნენ. ისინი გუნდს ძალიან ხშირად დახმარებიან. საკუთარ მოედანზე ასპარეზობის უპირატესობასაც სწორედ ისინი გვიქმნიან. ჩვენ ფანები გვჭირდებიან!”
“ამ ნახევარფინალში ფავორიტები არ ვართ. შანსები 50:50-ზეა. წარსულში რაც მოხდა, მოხდა. ამას ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი თავიდან იწყება.”
“ისევე როგორც სხვა გუნდებმა, წარსულში მათაც შეგვიქმნეს ბევრი დაბრკოლება. თუმცა, მათი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ არცერთ ანგარიშზე, არასდროს ნებდებიან. დიეგო სიმეონე და მონო ბურგოსი ფენომენალურად მუშაობენ. ეს ადამიანები მუდამ იბრძვიან და თავიანთი იარაღები აქვთ, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი იარაღი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.”
“არ ვფიქრობ, რომ ჩვენს კარში გოლი გატანა მარტივა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გოლს ხშირად ვუშვებთ. ისე მშრალად ვეღარ ვინარჩუნებთ კარს, როგორც ამას შარშან ვაკეთებდით. ჩვენთვის ყოველ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტოქეზე, მინიმუმ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ.”
“კაზემირო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არ ვაპირებ, მას ვთხოვო, სათამაშო სტილი შეიცვალოს. ერთადერთი, რაზეც კლუბის ყველა წევრი ფიქრობს, ხვალინდელი შეხვედრაა. ჯერ არ გვაინტერესებს, რა იქნება მატჩის მერე!” – განაცხადა “ზიზუმ”.