ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერის” ღმერთი გავხდები”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბის ლეგენდის, ერიკ კანტონას მისალმებას ჩვეულ სტილში უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი 34 წლის შვედის ტრანსფერს ვიდეოგზავნილით მიესალმა: “ზლატანთან პირადი გზავნილი მაქვს: შენ გადაწყვიტე ყოფილიყავი წითელი. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიგიღია.
კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა – “მანჩესტერს” უკვე ყავს საკუთარი მეფე. შენ კი, თუ მოინდომებ, შეგიძლია “მანჩესტერის” პრინცი იყო.
7 ნომრიანი მაისური შენია, თუ რა თქმა უნდა მოისურვებ. ეს ჩემი მისასალმებელი საჩუქარია … მეფე წავიდა ! დღეგრძელი იყავ პრინცო!”
ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი ამ დიდებას დასთანხმდებოდა, თუმცა, იბრაჰიმოვიჩი ხომ განსხვავებულია? ის ვერ აიტანს ვინმეზე დაბალი სტატუსის ტარებას – “გავიგე რაც თქვა კანტონამ და მადლობელი ვარ. მაგრამ მას უნდა სცოდნოდა, რომ მე “მანჩესტერის” მეფედ ყოფნას არ ვაპირებ, მე “მანჩესტერის” ღმერთი გავხდები.”