ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “პრემიერ ლიგის დონე არც ისეთი მაღალია, როგორც ამბობენ”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გადასვლამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, თვლის, რომ პრემიერ ლიგის დონე ცოტათი გადაფასებულია.
“ოლდ ტრაფორდში” გადასვლამდე ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. ბევრ განსხვავებულ კლუბსა თუ ჩემპიონატში ვითამაშე, თუმცა ხალხი მაინც მირჩევდა, რომ ინგლისში არ წავსულიყავი – მეუბნებოდნენ, რომ იქ თუ ვერ გავიბრწყინებდი, ყველა იფიქრებდა, რომ საკმარისად ძლიერი არ ვარ – და სწორედ ამან მომცა უდიდესი მოტივაცია და ადრენალინი.
პრემიერ ლიგა ძალიან მომწონდა, მოტივაციის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდი, ყოველი მატჩი ამაღელვებელი იყო. თუმცაღა, ეს ჩემპიონატი იმაზე მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე იმსახურებს. პრემიერ ლიგის დონე არც ისე მაღალია, როგორც ამბობენ, ვგულისხმობ ინდივიდუალურ, ტექნიკურ დონეს.
რიტმი კი ნამდვილად მაღალია. თუნდაც საუკეთესო იყო, იძულებული ხდები, რომ რიტმს გაუმკლავდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მეტოქე დაგამარცხებს,” – აცხადებს შვედი თავდამსხმელი.