ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება
შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა “დაგენს ნიუჰეტერმა” ყველა დროის საუკეთესო 150 შვედი სპორტსმენი დაასახელა. პირველი პოზიცია წილად მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბიერნ ბორგს ხვდა, ხოლო მეორე ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.
მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეორე ადგილი სულაც არ მოეწონა, რაც მან “დაგენს ნიუჰეტერთან” საუბრისასაც დაადასტურა.
“დაგენს ნიუჰეტერი”: გილოცავთ, ყველა დროის საუკეთესო შვედ სპორტსმენებს შორის მეორე პოზიციას იკავებთ. რას იტყვით?
ზლატანი: “მადლობა, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლა იგივეა, რომ ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთო.”
“დაგენს ნიუჰეტერი”: არაერთხელ გითქვამთ, რომ მუჰამედ ალი, პეტერ ნორტუგი და რონალდო ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები არიან. თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შვედი სპორტსმენების საუკეთესო ხუთეული?
ზლატანი: “სხვების პატივისცემის მიუხედავად, ნომერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეც მე ვიქნებოდი.”