ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ადრიენ რაბიოსთან იჩხუბა

თარიღი: აპრილი 28, 2016

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმა – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ადრიენ რაბიომ ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბს.

27 აპრილს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობისას ზლატანი და ახალგაზრდა ნახევარმცველი ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ, ბოლოს კი საქმეში ტიაგო სილვა ჩაერთო, რომელმაც თანაგუნდელები გააშველა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რაბიოსა და იბრაჰიმოვიჩს შორის სიტუაცია დაიძაბა. გასულ ზაფხულს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, ისინი ერთმანეთთან წაკამათდნენ.

მსგავსი სიახლეები