ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბოდიში მოიხადა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბორდოსთან” გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შვედმა თავდამხსხმელმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ზლატანი უკმაყოფილებას ვერ მალავდა და მოედანი გინებით დატოვა.
რამდენიმე საათის წინ, იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან თავისი სიტყვები განამრთა.
“მინდა, განვმარტო, რომ ჩემი სიტყვები საფრანგეთს ან ფრანგ ხალხს არ ეხება. მე ფეხბურთზე ვსაუბრობდი. დავმარცხდი, ამის აღიარება შემიძლია, მაგრამ როცა მსაჯი წესების მიხედვით არ მოქმედებს, მარცხის აღიარება რთულია. ასეთი რამ პირველად არ ხდება, დავიღალე.
მათ, ვისაც ჩემი სიტყვებით გული ეტკინათ, ბოდიშს ვუხდი”, – აცხადებს ზლატანი.
აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს ბოდიში მოხდისაკენ საფრანგეთის სპორტის მინისტრმაც მოუწოდა.