ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ვეტერანმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ზლატანი, 39 წლისა და 173 დღის ასაკში, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც შვედეთის ნაკრების მაისურით ითამაშა.
აქამდე ამ რეკორდის მფლობელი მეკარე ტომას რაველი (38 წლისა და 59 დღის) იყო, ზლატანმა სწორედ მისი მაჩვენებელი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება შვედების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.