ზლატან იბრაჰიმოვიჩს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს (ვიდეო)
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
26 იანვარს, ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში, “სენტ-ეტიენმა” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩში ერთადერთი გოლი იბრაჰიმოვიჩმა, მე-60 წუთზე გაიტანა.
შეხვედრის ბოლოს, შვედმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის ნახევარმცველის რომენ ანუმას წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა, მსაჯმა ზლატანს ამის გამო ყვითელი ბარათი კი უჩვენა, თუმცა საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ ზლატანის უფრო მკაცრად დასჯა გადაწყვიტა.