ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოთხშაბათს კოვიდ-19 “როსონერის” მცველს, ლეო დუარტეს დაუდასტურდა. ამის შემდეგ მის თანაგუნდელებს ტესტი ჩაუტარდათ, დადებითი პასუხი კი მხოლოდ ზლატანის ტესტმა აჩვენა.
დღეს “მილანი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბუდიო-გლიმტს” დაუპირისპირდება. იბრაჰიმოვიჩი ამ შეხვედრას გამოტოვებს.