ზლატან იბრაჰიმოვიჩს მალდინის შვილიშვილთანაც სურს თამაში
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც 39 წლის ასაკშიც კი აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს, კარიერის დასრულებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. შვედი ფეხბურთელის ინტერვიუს BBC ავრცელებს.
“ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, გოლების გატანა ჩემი პრობლემა არასოდეს ყოფილა და არც ახლაა. რა თქმა უნდა, ის ფეხბურთელი აღარ ვარ, რომელიც 5 ან 10 წლის წინ ვიყავი, ყოველი ჩვენგანი იცვლება დროსთან ერთად.
გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ისეთივე სწრაფი აღარ ვარ. ამაგიეროდ, ახლა უფრო ჭკვიანურად დავრბივარ. იტალიაში თამაში ყველა თავდამსხმელისთვის რთულია, რადგანაც აქ დაცვაზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე შეტევაზე.
სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან მითამაშია. “მილანში” პაოლო მალდინისთან ერთად გამოვდიოდი, ახლა კი მისი ვაჟ დანიელთან ერთად ვთამაშობ. იმედი მაქვს, რომ დანიელის ვაჟთან ერთად თამაშსაც შევძლებ, ეს საოცრება იქნება,” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.