ზლატანი აშშ-ში ცნობილ ქირურგს შეხვდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ცნობილ ქირურგ ფრედი ფუს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შვედმა ფორვარდმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიშავა მიიღო და მოედანს შესაძლოა, მომავალი წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდეს.
ფრედი ფუმ იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების კონკრეტული მეთოდები და ვადები უნდა განსაზღვროს.
როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის მიღებამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ფეხბურთელის დაშავების შემდეგ კლუბი, სავარაუდოდ, პირობებს შეცვლის. “მანჩესტერ იუნაიტედი” იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტში შემცირებულ ხელფასს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.