ზლატანი: “იზოლაციაში ყოფნის დროს კედლებს ველაპარაკებოდი”
სექტემბერის თვეში “მილანის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს COVID-19 დაუდასტურდა. შვედმა ფეხბურთელმა ვირუსი დაამარცხა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადატანა მოუხდა.
“რა თქმა უნდა, ვღელავდი. თავდაპირველად საკმაოდ მშვიდად ვიყავი, მაინტერესებდა კიდეც, რა იყო კორონავირუსი. ეს მთელ მსოფლიოს შეეხო და დიდ ტრაგედიად იქცა, შემდეგ კი მეც მომწვდა. სახლში ვიჯექი და მოვლენების განვითარებას ვუცდიდი. თავიდან თავის ტკივილი დამეწყო. თავი მსუბუქად მტკიოდა, არა – გაუსაძლისად. შემდეგ გემოს აღქმის შეგრძნება დავკარგე. მთელ დღეებს სახლში ვატარებდი და ვბრაზდებოდი, რომ გარეთ გასვლა არ შემეძლო. ვეღარც ვვარჯიშობდი.
საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლთან საუბარი დავიწყე. კედლებს საკუთარი სახელები დავარქვი. ეს ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცა. უცქერ შენს თავს და ხედავ შენს ყველა დაავადებას, მათ შორის იმასაც, რომელიც არ გაქვს. გტანჯავს ის შეგრძნება, რომელიც გაქვს ან რომელიც გგონია, რომ გაქვს”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა “კორიერე დელო სპორტისთღვის” მიცემულ ინტერვიუში.