ზლატანი ლუკაკუს: “ვიმღეროთ ერთად. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე” (ვიდეო)

თარიღი: მარტი 3, 2021

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთასნ” გასამართ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ, როგორც ჩანს, 39 წლის შვედს ეს დიდად არ ადარდებს.

იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიას” თავკაც სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად სან რემოს სიმღერის ფესტივალზე წარსდგება. ისინი ჯგუფ Nomadi-ს 70-იანი წლების ჰიტს “Lo vagabondo” (“მაწანწალა”) შეასრულებენ.

“ჩემთვის, რა თქმა უნდა, გოლების გატანა უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე სიმღერა. ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ კარგად მომამზადებენ და არ ვღელავ. თუ ცუდად ვიმღერებ, მკაცრად არ განმსჯიან, რადგან ფეხბურთელი ვარ. თუ კარგად შევასრულებ სიმღერას, შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ ახალი საქმიანობითაც დავკავდე”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

შვედი ფეხბურთელი მზად არის, სიმღერა მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან ერთადაც შეასრულოს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუვიდა:

“თუ ის მოინდომებს, კი ბატონო. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე, პრობლემა არ არის”.

აქვე გთავაზობთ იმ კომპოზიციის ორიგინალ ვერსიას, რომელსაც იბრაჰიმოვიჩი და მიხაილოვიჩი შეასრულებენ.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა. “ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტის მანქანა მოპარეს (ფოტო)

La Gazzetta dello Sport-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მანქანა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოში “ინტერის” აკადემია იხსნება (ვიდეო)

მილანის “ინტერი” საქართველოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ხსნის. იტალიური გრანდის რიგით მეოცე აკადემია თბილისში დაფუძნდება. პროექტი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

ფეხბურთის პორტუგალიელმა ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ, ლუქსემბურგთან მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალბანელმა ფანებმა პოლონელ ფეხბურთელებს ბოთლები დაუშინეს – მატჩი შეჩერდა (ვიდეო)

12 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პოლონეთი მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანის” ფანები ყოველთვის მეყვარება” – ჯანლუიჯი დონარუმას პასუხი

“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანის” იმ ფანებს უპასუხა, რომლებიც მას “სან სიროზე” ესპანეთის წინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თომას მიულერის საგოლე გადაცემა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Werner’s goal terrific finish pic.twitter.com/Shmqw792v9 — Everything Timo Werner (@EverthingWerner) October 11, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიანსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა – ემოციური კადრები პოლონეთიდან (ვიდეო)

9 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთამ საკუთარ მოედანზე სან მარინო მიიღო და მეტოქე 5:0 […]...
წაკითხვა