ზლატანი მაიკლ ბრედლიზე: “ის ჩემს წესებს უნდა დაემორჩილოს”
16 სექტემბერს, ამერიკის MLS-ში “ტორონტომ” საკუთარ მოედანზე “ლოს ანჯელეს გალაქსი” მიიღო და მეტოქე 5:3 დაამარცხა.
მატჩის ბოლო წუთებში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი და “ტორონტოს” კაპიტანი, მაიკლ ბრედლი ერთმანეთთან შეკამათდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ინციდენტში მონაწილე ორივე ფეხბურთელს ჟურნალისტებმა მომხდარის შესახებ შეკითხვა დაუსვეს. ზლატანმა თავის სტილს არც ამჯერად უპასუხა და მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
“ბრედლის ჰგონია, რომ ფეხბურთის ფილოსოფოსია. მე მის ჩატარებულ მატჩებზე მეტი გოლი მაქვს გატანილი. ის ჩემს წესებს უნდა დაემორჩილოს”, – განაცხადა ზლატანმა.
“ზლატანზე საერთოდ არ ვღელავ. მხოლოდ დღეს მოპოვებულ სამ ქულაზე ვფიქრობ”, – თქვა ბრედლიმ.
შეგახსნებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა “ტორონტოსთან” მატჩში კარიერაში მე-500 გოლი ეფექტური დარტყმით გაიტანა.
After the game, Zlatan said this about Michael Bradley:
"He thinks he’s the philosopher of football. I have more goals than he has games. He should follow my rules."
— USMNT Only (@usmntonly) September 16, 2018