ზლატანი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს
ცნობილი გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლ მოთამაშეთა ვინაობა.
ტიტულის მოსაპოვებლად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა და ტიაგო მოტა, აგრეთვე „მონაკოს“ მოთამაშე ხამეს როდრიგესი იბრძოლებენ.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლაივენ კურზავა („მონაკო“), ხამეს როდრიგესი („მონაკო“), მარკო ვერატი („პსჟ“), სერჟ ორიე („ტულუზა“);
სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ვინსენტ ენიეამა („ლილი“), სტეფან რუფიე („სენტ-ეტიენი“), სტივ მანდანდა („მარსელი“), სალვატორე სირიგუ („პსჟ“);
სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლორან ბლანი („პსჟ“), კლაუდიო რანიერი („მონაკო“), რამი გარდი („ლიონი“), რენე ჟირარი („ლილი“).
გამარჯვებულებს 11 მაისს დაასახელებენ.
ბექა დოგრაშვილი