ზლატანი ვან გალს: „დამეკარგე აქედან, წადი და წერილების წერა განაგრძე“
ხელში ჩაგვივარდა ერთ-ერთი უცხოური გაზეთიდან ამონარიდი, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს. როგორც გაზეთიდან ვგებულობთ, ქვემოთ მოყვანილი ამბავი 2004 წელს მოხდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩიც და ვან გალიც „აიაქსში“ მუშაობდნენ. ზლატანს ჰოლანდიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება რომ არ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შვედმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვან გალი დიქტატორს შეადარა და მის შესახებ თქვა, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს.
მოცემული გაზეთის ამონარიდში იბრაჰიმოვიჩი ვან გაალზე საუბრობს:
„ის ტექნიკური დირექტორი იყო და ფანქრის დახმარებით მიხსნიდან, სად უნდა მერბინა.
მე მას ვუთხარი: „შენი მოსმენა არ მჭირდება, დაბრუნდი ოფისში და წერილები წერე!“
რაფაელ ვან დერ ვარტთან დავა მქონდა და ვან გალს ვუთხარი: „თუ ეს ბიჭი ითამაშებს, მე არ გავალ მოედანზე“.
მან თამაში მიბრძანა, მე კი ვუპასუხე: „დამეკარგე აქედან!“ (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით). ერთი კვირის შემდეგ უკვე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი. ახლობლების მდგომარეობას უნდა განიცდიდე, ვან გალი არ განიცდის“.
ბექა დოგრაშვილი