ზლატანის ბრენდი, რომელმაც არსებობა კრახით დაასრულა
სახელწოდება “A-Z”
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი ბრენდისთვის უჩვეულო სახელწოდება შეარჩია. ერთი შეხედვით, ის ინგლისურ ანბანს მოგვაგონებს, რომლის პირველი ასონიშანიც არის A, ბოლო კი – Z. შესაბამისად, ბევრი ფიქრობდა, რომ A-Z ნიშნავდა A-დან Z-მდე.
სინამდვილეში ასე არ არის. ასონიშანი A აღნიშნავს ინგლოისურ სიტყვას “Amateur”, რაც “მოყვარულს” ნიშნავს, ხოლო Z თავად ზლატანის სახელწოდების აღმნიშვნელი სიმბოლოა. სახელწოდების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც ამ შვედური ბრენდის მწარმოებელ პროდუქტს იცვამდა, გადიოდა ერთგვარ გზას მოყვარულიდან ზლატანის დონემდე.
ბრენდის ისტორია
2016 წლის ივნისში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარტნიორ პეტერ ვარნერთან ერთად ახალი ბრენდი “A-Z” დაარსა, რომელმაც გაყიდვები ოფიციალურად იმავე წლის 7 ივნისს დაიწყო.
ზლატანი აქცენტს მაისურებსა და საცვლებზე აკეთებდა, თუმცა მისი ბრენდი მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის შორტებს, სვიტერებსა და ქუდებსაც აწარმოებდა.
ზლატანი უპირველესად სპორტსმენია და ალბათ, ეს იყო მისი ბრენდის მაისურების ერთ-ერთი უმთავრესი თვისების მიზეზიც: ქსოვილი სხეულიდან ოფლს შთანთქავდა. ანალოგიური ტექნოლოგია აქვს წამყვან ფირმებს NIKE-სა და Adidas-ს. თავად ზლატანი სპორტდარბაზებში მხოლოდ საკუთარი ბრენდის ტანისამოსით ვარჯიშობდა.
ტანსაცმელზე ძირითადად გამოსახული იყო უბრალო წარწერა – “A-Z”, თუმცა ზოგ შემთხვევაში ამ სიმბოლოს თან ერთვოდა ზლატანის ციტატები ან მისი კარიერის შესახებ მცირეოდები ინფორმაცია.
იბრაჰიმოვიჩი სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაოდ ხშირად უწევდა რეკლამა საკუთარ ბრენდს.
გაკოტრება
ბრენდმა არსებობის პირვე წელს 4,75 მილიონი ევროს ზარალით დაამთავრა, მეორე წელს კი დანაკარგი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 16,95 მილიონი ევრო შეადგინა. ორწლიან მონაკვეთში ბრენდმა 21,7 მილიონი ევროთი იზარალა.
“ვიცოდით, რომ პირველ წელს მოგება არ გვექნებოდა, მაგრამ ზარალმა მოსალოდნელს გადააჭარბა”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანის ბრენდი, რომელმაც ორ წელიწადზე მეტხანს იარსება და ფინანსურად დიდად იზარალა, 2018 წლის აგვისტოში დაიხურა.