ზლატანის იუბილე — იბრას ხუთი ჯადოქრობა
დღეს შვედეთს ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს 33 წელი შეუსრულდა. Fanebi.com-ი გთავაზობთ შვედი ფეხბურთელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლების ხუთეულს.
“აიაქსი” (2001—2004)
მეტოქე: “ბრედა”
“ჯერ მარცხნივ გავიქეცი, მეტოქეც გამომყვა, შემდეგ პირდაპირ წავედი, ისიც ასე მოიქცა, შემდეგ კი ისევ მარცხნივ გავიწიე და ის ჰოთ-დოგის საყიდლად გავუშვი”, – ასე ახსნა ეს გოლი ზლატანმა.
“ინტერი” (2006—2009)
მეტოქე: “ბოლონია”
“ბალოტელი მეუბნებოდა, რომ ის ჩემზე მაგარი ფეხბურთელია. მეგონა, რომ ხუმრობდა, თუმცა ის მართლა ასე ფიქრობდა…”
“პსჟ” (2012—დღემდე)
მეტოქე: “ბასტია”
“საოცარი გოლი გამოვიდა. შესაძლოა, ეს კარიერაში გატანილი საუკეთესო გოლიც იყოს. როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელების რეაქციას უყურებ, როდესაც კომენტატორების ყვირილი გესმის, ხვდები, რომ რაღაც წარმოუდგენელი რამ გააკეთე. თუმცა, ბევრი გოლი გამიტანია და ყველა კარგად მახსოვს”.
შვედეთის ნაკრები (2001—დღემდე)
“ამბობენ, რომ სიკვდილამდე ლეგენდად ვერ იქცევი, თუმცა მე უკვე ვარ ცოცხალი ლეგენდა, ყოველ შემთხვევაში – მალმიოში”.
მეტოქე: ინგლისი
“შესაძლოა, ეს ჩემთვის მსოფლიოს ჩემპონატზე თამაშის ბოლო მცდელობა იყო. ერთი რამ დაზუსტებით ვიცი: იქ ჩემს გარეშე საყურებელი არაფერი იქნება”.