ზლატანმა “მილანს” ულტიმატუმი წაუყენა, ფეხბურთელით სერია B-ს კლუბი ინტერესდება
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კლუბის გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისთან ურთიერთობა დაეძაბა. მიუხედავად ამისა, შვედი ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივების მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა – გაუმჯობესებული პირობებით.
“კორიერე დელა სერა” იუწყება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანისგან” წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს. ცნობისათვის, 2019-2020 წლების სეზონის მეორე ნახევარში 38 წლის ფეხბურთელის ჯამაგირი 3,5 მილიონი ევრო იყო.
აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატებით სერია B-ში გადმობარგებული “მონცა” არის დაინტერესებული, რომლის სათავეშიც “მილანის” ყოფილი ხელმძღვანელები სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი არიან. “მონცა” პირველად არსებობის ისტორიაში სერია C-დან სერია B-ში გადმოვიდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი აქვს – შვედური “ჰამარბიუ”, რომლის აქციებსაც თავადვე ფლობს.
შეგახსენებთ, რომ შვედი თავდამსხმელი “მილანში” 2020 წლის იანვარში “ლოს ანჯელეს გალაქსიდან” გადავიდა.