ზლატანმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, შედეგი ცნობილია

თარიღი: მაისი 26, 2020

“მილანის” პრესსამსახურმა გუნდის ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამედიცინო შემოწმების შედეგი გამოაქვეყნა.

იტალიური პრესა წერდა, რომ ტრავმას შესაძლოა შვედის კარიერა დაესრულებინა კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, 38 წლის ფეხბურთელი საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. იბრაჰიმოვიჩს აქილევსის მყესი არ დაშავებია, მას ტრავმა მარჯვენა ფეხის ქუსლის კუნთზე აქვს. სხვა დეტალები არ ვრცელდება.

დამატებითი გამოკვლევა ათ დღეში ჩატარდება. იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა იტალიური მედია იუწყება, რომ შვედ ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო. საწვრთნელ პროცესში თანაგუნდელებთან გამართული მატჩის მიწურულს ვეტერანმა ფეხბურთელმა სწრაფი გარბენი გადაწყვიტა, თუმცა ფეხში ტკივილი იგრძნო და გაჩერდა, რის შემდეგაც მოედნის დატოვება მოუწია.

როგორც მოგეხსენებათ, “მილანმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელმა ამ სეზონში “როსონერის” ფორმით ათი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასანო: “იუვენტუსმა” რონალდუს ტრანსფერით შეცდომა დაუშვა”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “იუვენტუსის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “იუვენტუსში” რონალდუს ტრანსფერი არასწორი პროექტია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღნიშნა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტარო მარტინესი: “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი”

მილანის “ინტერის” ვარსკვლავმა, ლაუტარო მარტინესმა, “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა. არგენტინელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯენარო გატუზო მკრეხელობის გამო დააჯარიმეს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, მკრეხელობის გამო 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Rai […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Discovery Plus-თან ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა NBA-ს ვარსკვლავს ფე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “მოუთმენლად ველი “მილანთან” გასამართ მატჩებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, რომელსაც დღეს 48 წელი შეუსრულდა, ევროპა ლიგის მერვედფინალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტას” პრეზიდენტი “რეალთან” მსაჯობაზე : “შოკისმომგვრელი

ბერგამოს “ატალანტას” პრეზიდენტმა, ანტონიო პერკასმა, “რეალთან” მინიმალური ანგარიშით წაგებულ შეხვედრაზე საუბრისას მსაჯების თემას...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: […...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: ‘არ მომწონს, როცა სპორტსმენები პოლიტიკაში ერევიან’

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა NBA-ს ვარსკვლავზე, ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა. მან ამერიკელ კალათბურთელს ფენომენი უწოდა, თუმცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. “რონალდოს დახასია...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარჩელო ლიპიმ ამ დროისთვის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ამ დროისთვის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაპელო: “მსაჯმა ზიდანიც კი გააკვირვა – დაინახეთ, როგორ იცინოდა?”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბერგამოს “ატალანტასა” და “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ატალანტასთან” შანსები კვლავ თანაბარია”

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბერგამოს “ატალანტა” გასვლაზე მინიმალური ანგარიშით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გასპერინი: “მსაჯობაზე რამე რომ ვთქვა, უეფა ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯის”

ბერგამოს “ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალთან” მინიმალური ანგარიშით (0-1) დამარცხდ...
წაკითხვა