ზლატანმა შვილები “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიას მიაბარა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვაჟიშვილები “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიაში შეიყვანა. 11 წლის მაქსიმილიანი და ცხრა წლის ვინსენტი “წითელი ეშმაკების” ათწლამდელთა გუნდში ივარჯიშებენ. ამავე ჯგუფში ირიცხებიან რაიან გიგზისა და ნიკი ბატის შვილები.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აპრილში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 2018 წლის იანვრამდე ჩამოშორდა. ამ ფაქტის გამო “მანჩესტერ იუნაიტედმა” 35 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ამოეწურა და ახლა ზლატანი თავისუფალი აგენტის სტატუსითაა, თუმცა შვედი “წითელი ეშმაკების” რიგებში დაბრუნებას აპირებს და გუნდის აკადემიაში შვილების ჩარიცხვაც ამის მანიშნებელი უნდა იყოს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 46 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.