ზოიძე: “მაისაშვილი ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში”

თარიღი: ივლისი 31, 2021

რაგბის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ისაუბრა. მაისაშვილს კოვიდი სამხრეთ აფერიკაში დაემართა, გაურთულდა და ახლა ხელოვნურ კომაში სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იმყოფება.

“რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო: ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.

ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.
ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება?
როდის მორჩება ეს ანტივაქსერული “რუსული რულეტი” ? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას?
ერთი რამ ვიცი: – სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული. ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი 🙁
P. S. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს”, – წერს ზოიძე.

სამხრეთ აფრიკასთან მე-2 მატჩი გუნდებში სწორდე კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა.
მსგავსი სიახლეები
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა
რაგბი

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ...
წაკითხვა
რაგბი

ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს (ვიდეო)

3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ […]...
წაკითხვა
რაგბი

‘იმედი მაქვს, ქართველმა მორაგბეებმა იამაყეს’ – სამხრეთ აფრიკელი მომღერლი

2 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 40:9 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ […]...
წაკითხვა
რაგბი

სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა საქართველოს ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაა...
წაკითხვა
რაგბი

ლეგენდარული მამუკა გორგოძის დასაფასებელი საქციელი თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

სოციალურ ქსელის მომხმარებელი დავით მიქაბერიძე თბილისის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ლეგენდარულმა ქართველმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ლიეტუვას რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ირმანტას კუკულსკისმა საქართველოს რაგბის კავშირს წერილი გამოუგზავნა, რომელი ბოლო დღეებში მომხდარს […]...
წაკითხვა
რაგბი

“ეს იყო ჩვეულებრივი თავხედობა” – ბაჩო ხურციძის პასუხი ლიეტუვის რაგბის ფე

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ ლიეტუვის რაგბის ფედერაციას უპასუხა. როგორც იცით, ლიეტუვის რაგბის კავშირის […]...
წაკითხვა