ზორან მარუშიჩი: “ერთი საუკეთესო მეკარედ არ დავუსახელებივარ…”
თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი უზბეკურ “ნავბაჰორში” გადავიდა და უზბეკურ Sports.uz-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც “დინამოდან” წამოკითხის საკითხზეც ისაუბრა.
“დინამოდან წამოსვლაზე ჩემს ადვოკატებს უნდა დაუკავშირდეთ და ისინი ყველაფერს გეტყვიან. მკითხეს, პრობლემის მიუხედავად მინდოდა, თუ არა “დინამოში” დარჩენა, მე კი წასვლა მსურდა. ის, რომ კონტრაქტი დავარღვიე, ეს აბსოლოტურად არასწორია”
“საქართველოში ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გავხდი. ერთი საუკეთესო მეკარის ტიტული არ მოუციათ და დანარჩენი ყველაფერი იყო (იცინის)”, – განაცხადა მარუშიჩმა.
სერბმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში 16 გოლი და 8 საგოლე პასი გააკეთა. ზორანს “დინამოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ “ნავბაჰორში” წავიდა, სადაც მეტი ხელფასი შესთავაზეს. “დინამომ” მის წინააღმდეგ დავა დაიწყო.