„ზორიამ“ „ჩერნომორეცი“ ჯაბა ლიპარტიას გოლით დაამარცხა (ვიდეო)
უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლუგანსკის „ზარიამ“ ოდესის „ჩერნომორეცს“ უმასპინძლა და 77-ე წუთზე ქართველი შემტევის ჯაბა ლიპარტიას გოლით მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ჯაბა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც გუნდის თავკაცმა იური ვერნიდუბმა ალექსანდრ გრიცაის შეცვლა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ჯაბამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა – წინა ტურში მან „ილიჩევეცის“ კარი აიღო, რომელთანაც მისმა გუნდმა გასვლაზე ანგარიშით 1:2 წააგო.
„ზარია“ – „ჩერნომორეცი“ 1:0
გოლი: ლიპარტია 77′
„ზარია“: სანტინი; ოპანასენკო, პილიავსკი, ვერნიდუბი, კამენიუკა; მალინოვსკი (ლიუბენოვიჩი 46′), მალიშევი, გრიცაი (ლიპარტია 54′); კარავაევი, ხომჩენოვსკი, ბუდკოვსკი (როროვიცკი 74′)
„ჩერნომორეცი“: მარტიშიუკი; ოლეინიკი, მარტინენკო, კრნეტა, პუტრაში; გრეჩიშკინი, ფილიმონოვი (კალიტოვი 71′); დანჩენკო (კიჩა 81′), ვასინი (კაბაევი 33′), ბალაშივი; დიდენკო
გაფრთხილებები: ოპანასენკო – მარტიშენკო, კაბაევი
ამ გამარჯვებით „ზარიამ“ 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე ავიდა. ამჟამად ლუგანსკელები მესამე ადგილზე მყოფ დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“, რომლის რიგებშიც ჯაბა კანკავა გამოდის, 7 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, ამ ტურში „დნიპრო“ თავის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს – მისი მეტოქე ზაპოროჟიეს „მეტალურგი“ იქნება.
რაც შეეხება „ზარიას“, მე-18 ტურში ლუგანსკელები გასვლაზე „ვოლნს“ ესტუმრებიან.